ინტელკომ ჯგუფი

N1 ჰოსტინგი საქართველოში

cPanel DELL
სერვერები ჰოსტინგი
იაფი ჰოსტინგი
მართვის პანელი
cPanel
cPanel demo
სახელი: demo, პაროლი: demo
უფასო Site Builder
უფასო Site Builder
სერვერის პარამეტრები
- Dell PowerEdge 2950
- 2 x QuadCore Xeon
- 4 GB RAM
- SATAII Hard Drives
- Redundant Power Supply
- 2 x 1 Gb Ethernet

Hosting.ge-ს პარტნიორია
რკინიგზის ტელეკომი
ვებ მეილი


მომსახურების წესები და პირობები

როგორ შევქმნათ საფოსტო ყუთები?
როგორ დავაყენოთ საფოსტო ყუთები Outlook Express - ზე?
როგორ ვისარგებლოთ ვებ მეილით?
როგორ შევქმნათ საიტი Site Builder-ის გამოყენებით?
რა არის SpamAssassin?
როგორ გავააქტიუროთ SpamAssassin?
როგორ შევქმნათ ქვედომენები?
PHP და CGI სკრიპტები


როგორ შევქმნათ საფოსტო ყუთები?
საფოსტო ყუთების შექმნა შეგიძლიათ თავად, Hosting.ge -ს დახმარების გარეშე. ამისთვის უნდა შეხვიდეთ მართვის პანელში, აირჩიოთ Mail --> Manage/Add/Remove Accounts --> Add Account; მიუთითოთ ფოსტის დასახელება და პაროლი; დააწკაპუნეთ ღილაკზე - Create;

როგორ დავაყენოთ საფოსტო ყუთები Outlook Express - ზე?
გახსენით Outlook Express; მენიუში აარჩიეთ Tools --> Accounts --> Mail --> Add --> Mail ...; გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი სახელი --> ფოსტის სრული დასახელება --> მეილ სერვერების მისამართები: yourdomain.com (თქვენი დომენის დასახელება) --> Account Name -ში მიუთითეთ ფოსტის სრული დასახელება. მაგ: info@yourdomain.com და პაროლი; დააწკაპუნეთ ღილაკზე - Finish; მონიშნეთ საფოსტო ყუთი და დააჭირეთ ღილაკს - Properties --> Servers; ჩართეთ ღილაკი - My Server requires authentication --> Settings; ჩართეთ ღილაკი: Log on using და მიუთითეთ საფოსტო ყუთის სრული დასახელება და პაროლი.

როგორ ვისარგებლოთ ვებ მეილით?
ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი yourdomain.com/webmail; გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ ფოსტის სრული დასახელება. მაგ: info@yourdomain.com და პაროლი.

როგორ შევქმნათ საიტი Site Builder-ის გამოყენებით?
შედით cPanel-ში, მოძებნეთ ღილაკი RVSiteBuilder (თუ თქვენ გაქვთ არჩეული თემა x3, მაშინ აღნიშნული ღილაკი იმყოფება განყოფილებაში - Software/Services). თანმიმდევრობით გაიარეთ 7 ნაბიჯი და თქვენი საიტი მზადაა. სადემონსტრაციო ვერსია

რა არის SpamAssassin?
SpamAssassin არის ელფოსტის ავტომატური ფილტრი, რომელიც იყენებს ალგორითმების ფართო სპექტრს რათა მოახდინოს სპამის იდენტიფიკაცია და დაბლოკვა. სპამის გამოვლენის ეფექტურობა 90%-ზე მეტს შეადგენს.

როგორ გავააქტიუროთ SpamAssassin?
შედით მართვის პანელში და აარჩიეთ Mail --> SpamAssassin; დააწკაპუნეთ ღილაკზე - Enable SpamAssassin; შედით Mail --> E-mail Filtering --> Add Filter; Filter -ში აარჩიეთ SpamAssassin Spam Header, მის გასწვრივ აარჩიეთ begins with და ტექსტურ ველში ჩაწერეთ Yes; დააწკაპუნეთ ღილაკზე Activate.

როგორ შევქმნათ ქვედომენები?
შედით მართვის პანელში და აარჩიეთ Subdomains; მიუთითეთ ქვედომენის დასახელება და დააწკაპუნეთ ღილაკზე Add. ქვედომენისათვის FTP -სთან წვდომის უფლების მისაცემად აარჩიეთ FTP Manager --> FTP Accounts --> Add FTP Account; მიუთითეთ სახელი და პაროლი, ხოლო დირექტორიის ველში ქვედომენის დასახელება.

PHP და CGI სკრიპტები
მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით ჩვენს ქართულ სერვერზე გააქტიურებულია PHPsuexec და CGIsuexec ფუნქციები, რაც განაპირობებს სკრიპტების მომხმარებლის სახელით გაშვებას. ამიტომ სკრიპტების მუშაობის უზრუნველსაყოფად საკმარისია საქაღალდეებზე 755 უფლებების დაყენება, ხოლო ფაილებზე 600.
შენიშვნა: საქაღალდეებზე და ფაილებზე 777 უფლებების დაყენება დაუშვებელია. იგი გამოიწვევს შეცდომას.