[+995 32] 2430044
 
 
 
მომსახურების წესები და პირობები
როგორ შევქმნათ საფოსტო ყუთები?
როგორ დავაყენოთ საფოსტო ყუთები Outlook Express - ზე?
როგორ ვისარგებლოთ ვებ მეილით?
როგორ შევქმნათ საიტი Site Builder-ის გამოყენებით?
რა არის SpamAssassin?
როგორ გავააქტიუროთ SpamAssassin?
როგორ შევქმნათ ქვედომენები?
PHP და CGI სკრიპტები
ფაილების ატვირთვა და ჩამოტვირთვა


როგორ შევქმნათ საფოსტო ყუთები?
საფოსტო ყუთების შექმნა შეგიძლიათ თავად, Hosting.ge -ს დახმარების გარეშე. ამისთვის უნდა შეხვიდეთ მართვის პანელში, აირჩიოთ Mail --> Manage/Add/Remove Accounts --> Add Account; მიუთითოთ ფოსტის დასახელება და პაროლი; დააწკაპუნეთ ღილაკზე - Create;

როგორ დავაყენოთ საფოსტო ყუთები Outlook Express - ზე?
გახსენით Outlook Express; მენიუში აარჩიეთ Tools --> Accounts --> Mail --> Add --> Mail ...; გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი სახელი --> ფოსტის სრული დასახელება --> მეილ სერვერების მისამართები: yourdomain.com (თქვენი დომენის დასახელება) --> Account Name -ში მიუთითეთ ფოსტის სრული დასახელება. მაგ: info@yourdomain.com და პაროლი; დააწკაპუნეთ ღილაკზე - Finish; მონიშნეთ საფოსტო ყუთი და დააჭირეთ ღილაკს - Properties --> Servers; ჩართეთ ღილაკი - My Server requires authentication --> Settings; ჩართეთ ღილაკი: Log on using და მიუთითეთ საფოსტო ყუთის სრული დასახელება და პაროლი.

როგორ ვისარგებლოთ ვებ მეილით?
ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი yourdomain.com/webmail; გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ ფოსტის სრული დასახელება. მაგ: info@yourdomain.com და პაროლი.

როგორ შევქმნათ საიტი Site Builder-ის გამოყენებით?
შედით cPanel-ში, მოძებნეთ ღილაკი RVSiteBuilder (თუ თქვენ გაქვთ არჩეული თემა x3, მაშინ აღნიშნული ღილაკი იმყოფება განყოფილებაში - Software/Services). თანმიმდევრობით გაიარეთ 7 ნაბიჯი და თქვენი საიტი მზადაა. სადემონსტრაციო ვერსია

რა არის SpamAssassin?
SpamAssassin არის ელფოსტის ავტომატური ფილტრი, რომელიც იყენებს ალგორითმების ფართო სპექტრს რათა მოახდინოს სპამის იდენტიფიკაცია და დაბლოკვა. სპამის გამოვლენის ეფექტურობა 90%-ზე მეტს შეადგენს.

როგორ გავააქტიუროთ SpamAssassin?
შედით მართვის პანელში და აარჩიეთ Mail --> SpamAssassin; დააწკაპუნეთ ღილაკზე - Enable SpamAssassin; შედით Mail --> E-mail Filtering --> Add Filter; Filter -ში აარჩიეთ SpamAssassin Spam Header, მის გასწვრივ აარჩიეთ begins with და ტექსტურ ველში ჩაწერეთ Yes; დააწკაპუნეთ ღილაკზე Activate.

როგორ შევქმნათ ქვედომენები?
შედით მართვის პანელში და აარჩიეთ Subdomains; მიუთითეთ ქვედომენის დასახელება და დააწკაპუნეთ ღილაკზე Add. ქვედომენისათვის FTP -სთან წვდომის უფლების მისაცემად აარჩიეთ FTP Manager --> FTP Accounts --> Add FTP Account; მიუთითეთ სახელი და პაროლი, ხოლო დირექტორიის ველში ქვედომენის დასახელება.

PHP და CGI სკრიპტები
მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით ჩვენს ქართულ სერვერზე გააქტიურებულია PHPsuexec და CGIsuexec ფუნქციები, რაც განაპირობებს სკრიპტების მომხმარებლის სახელით გაშვებას. ამიტომ სკრიპტების მუშაობის უზრუნველსაყოფად საკმარისია საქაღალდეებზე 755 უფლებების დაყენება, ხოლო ფაილებზე 600.
შენიშვნა: საქაღალდეებზე და ფაილებზე 777 უფლებების დაყენება დაუშვებელია. იგი გამოიწვევს შეცდომას.

ფაილების ატვირთვა და ჩამოტვირთვა
ფაილების ასატვირთად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგრც ftp კლიაეტი ასევე Cpenel-ში არსებული File Manager.
ftp კლიენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო პროგრამა FileZilla (http://filezilla-project.org).
თუ ფაილი არის დიდი ზომის რეკომედირებულია ftp კლიენტის გამოყენება.
თუ ტვირთავთ მცირე რაოდენობის ბევრ ფაილს სასურველია ამ ფაილების კომპრესია ერთ zip ფაილად და ატვირთოთ სერვერზე და File Manager-ში მოხდინოთ კომპრესირებული ფაილი ექსტრაქტი.

File Manager-ის გამოყენება:
Cpenel-ში შესვლის შემდე გახსენით File Manager

გახსენით ძირითადი საქაღალდე public_html

გამოიძახეთ მემიუში Upload ფუნქცია

მონიშნეთ სასურველი ფაილი. ფაილის ატვირთვა დაიწყება ავტომატურად.

ფაილის ატვირთვის შემდეგ დახურეთ ფანჯარა და დაბრუნდით ძირითად საქაღალდეში თუ ატვირთეთ ბევრი ფაილი ერთ კომპრესირებულ ფაილად, მონიშნეთ კომპრესირებული ფაილი და გამოიყენეთ მენიუში არსებული Extract ფუნქცია

თუ გსურთ სერვერიდან ჩამოტვირთოთ ფაილები თქვენს კომპიუტერში, მონიშნეთ ფაილ(ებ)ი და გამოიყენეთ მენიუში არსებული Download ფუნქცია.
თუ გსურთ რამდენიმე ფაილის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ მოახდინოთ ამ ფაილების კომპრესია მენიში არსებული Compress ფუნქციის გამოყენებით

და შემდეგ ჩამოტვირთოთ

 
Proservice, 2003-2017